გამართული სანტექნიკური ქსელი უზრუნველყოფს ცხელი და ცივი წყლის მიწოდებას, ნიჟარის გამართულ მუშაობას და მილებისა და ტუალეტების გაჭედვისგან დაცვას. ეს არის სახლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემა, რომელსაც სჭირდება ფრთილად გამოყენება. ზოგიერთმა ჩვევამ, მაგალითად, არასწორი ნივთების ჩარეცხვამ ტუალეტში ან წყლის გამაცხელებლის არასწორად გამოყენებამ, შეიძლება თქვენი სანტექნიკური ქსელი დააზიანოს ისე, რომ ვერც კი მიხვდეთ.
სანტექნიკისა და სახლის მოვლის ექსპერტებთან საუბრის შემდეგ, გამოვლინდა ის ჩვევები, რომლებიც თქვენს სანტექნიკას აზიანებს. აი, რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თავი აირიდოთ დაზიანებებისა და მილების გაჭედვისგან:
1. ქიმიური საწმენდები საკანალიზაციო ქსელებისთვის
ქიმიური საწმენდები, როგორიცაა გოგირდმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოიყენება, ცხიმისა და თმის მოსაშორებლად. თუმცა, ისინი უფრო მეტსაც შლიან, ვიდრე უბრალოდ მილების გაჭედვაა.
ქიმიური საშუალებები აზიანებენ მილებს, განსაკუთრებით კი ძველ მილებს, რამაც შეიძლება გააუარესოს არსებული პრობლემები, შედეგად შეიძლება გაჩნდეს წყლის ჟონვის წერტილები და ახალი სანტექნიკური პრობლემები.
2. ტუალეტის საწმენდები საშუალებები
ჩამოსაკიდი ან ჩამოსარეცხი ტუალეტის საწმენდები, რომლებიც წყალს ყოველ ჩამორეცხვაზე ანახლებენ, შეიძლება მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მაგრამ მათ შემადგენლობაში არის ქლორი, ქლორი კი აზიანებს ავზში არსებულ რეზინისა და პლასტმასის ნაწილებს. ის ამაგრებს რეზინს, რაც დროთა განმავლობაში ავზის მექანიზმის გამართულ მუშაობას უშლის ხელს
3. წყლის გაჟონვის დაგვიანებული აღმოჩენა
მცირე გაჟონვის დროულად აღმოჩენამ შეიძლება დიდი პრობლემებისგან გიხსნათ. მცირე გაჟონვაც კი დროთა განმავლობაში დიდ დაზიანებად გადაიქცევა.
გაითვალისწინეთ შემდეგი ნიშნები:
- კედლის დაზიანება
- იატაკის ფილის ფერის შეცვლა
- ობის სუნი
თუ გაჟონვას აღმოაჩენთ დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ჩალიჩა, რათა პრობლემას დროულად და სწორად გაუმკლავდეს.
4. არასწორი ნივთების ჩარეცხვა ტუალეტში
არსებობს ხუმრობა, რომ ჩარეცხვისთვის განკუთვნილი ხელსახოცები სანტექნიკოსებს მუდმივად ამუშავებს. თვეში მინიმუმ ერთხელ გვიწევს სანიაღვრეებისა და მილების გაწმენდა ამ პრობლემის გამო. ასევე არ უნდა ჩარეცხოთ:
- ჰიგიენური საფენები და ტამპონები.
- ქაღალდის ხელსახოცები.
რაც შეიძლება ჩარეცხოთ არის მხოლოდ ორგანული ნარჩენები და ტუალეტის ქაღალდი.
5. მაღალი წყლის წნევა
მაღალი წნევის წყალი შესაძლოა შხაპის მიღებას სასიამოვნოს ხდიდეს, მაგრამ ის მილებსა და ონკანებს აზიანებს. წყლის წნევა უნდა იყოს 40-80 PSI-ის ფარგლებში.
ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ პერიოდულად ამოწმოთ წყლის წნება, რაშიც ჩალიჩა დაგეხმარებათ.
- ხისტ წყალთან დაკავშირებული პრობლემები
ხისტი წყალი შეიცავს მინერალებს, რომლებიც მილებში გროვდება და დროთა განმავლობაში აზიანებს მათ.
გადაჭრის გზა: წყლის ფილტრი, რომელიც მინერალებს ნაკლებად მავნე ნივთიერებებით (მაგ. ნატრიუმით ან კალიუმით) ანაცვლებს.
- ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები
- კატის ქვიშა
- ცხოველის თმა და აკვარიუმის ქვიშა – არავითარ შემთხვევაში არ ჩარეცხოთ ტუალეტში, რადგან ის წყალში ფართოვდება და კეტავს მილებს.