
„ალო, ჩალიჩა მინდოდა“ ვინ არის ჩალიჩა?
ჩალიჩა არ არის ადამიანი, ჩალიჩა არის სანტექნიკური კომპანია, რომელიც გთავაზობთ წყლის ჟონვის ზუსტ დიაგნოსტიკას, საკანალიზაციო ქსელის წყლის ჭავლით რეცხვას და სრულ სანტექნიკურ მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით!
თუ პრობლემა არ აღმოჩნდა მაინც ვიხდი დიაგნოსტიკის თანხას?
თუ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თქვენს ბინაში წყლის სისტემას არ აღმოაჩნდა არანაირი ხარვეზი/დაზიანება, მომსახურების თანხას მიანც იხდით, რადგან აღნიშნულ შედეგს იგებთ დიაგნოსტიკის მეშვეობით.
თქვენი ვიზიტი ფასიანია?
დიახ, რიგ შემთხვევებში მომხმარებელს სჭირდება კონკრეტული პრობლემის მოგვარებისთვის განფასება, რისთვისაც საჭიროა ადგილზე ვიზიტი, რომელიც ფასიანია.
რატომ მაქვს დაბალი წყლის წნევა?
დაბალი წყლის წნევა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის წყლის გაჟონვით, მილების დაბინძურებით ან წნევის რეგულატორის გაუმართაობით. წყლის სისტემის დიაგნოსტიკისა და პრობლემის აღმოფხვრისთვის მიჰყევით ჩალიჩას ნაბიჯებს.
1. წყლის წნევის გაზომვა
გამოიყენეთ წყლის წნევის საზომი მოწყობილობა და შეაერთეთ გარე ონკანზე, სტანდარტული წნევა უნდა იყოს 40-60 PSI, თუ წნევა 40-ზე დაბალია, შესაძლოა, პრობლემა იყოს წყალმომარაგების ქსელში.
2. მილების შემოწმება
წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა – თანამედროვე წყლის ჟონვის დეტექტორები და წყლის ჟონვის დიაგნოსტიკის აპარატები საშუალებას გაძლევთ იპოვოთ უხილავი წერტილები, საიდანაც ჟონავს წყალი. ამისთვის ჩალიჩას გუნდი უმოკლედ დროში დაგეხმარებათ.
3. წნევის გამაძლიერებლის დაყენება
თუ თქვენს რაიონში წყლის წნევა დაბალია, შესაძლებელია წნევის გამაძლიერებელი ტუმბოს მონტაჟი, რაც გაზრდის ნაკადს და უზრუნველჰყოფს სტაბილურ წყლის წნევას.
4. პროფესიონალის კონსულტაცია
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები ვერ აგვარებს პრობლემას, რეკომენდებულია სანტექნიკოსის გამოძახება, რათა ჩატარდეს სისტემის პროფესიონალური შემოწმება