როგორ დავიცვათ მილები ზამთარში გაყინვისგან? - ჩალიჩა
Skip to content Skip to footer

როგორ დავიცვათ მილები ზამთარში გაყინვისგან?

ზამთარში მილების გაყინვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტემპერატურა მინუსამდე ეცემა. თუმცა, არსებობს რამდენიმე მარტივი ნაბიჯი, რომლითაც შეგიძლიათ შეამციროთ გაყინვის რისკი.

1. მილების იზოლაცია

თუ თქვენ გაქვთ გარე მილები მნიშვნელოვანია მათი იზოლაცია. შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ქაფის მილსახვევები, ასევე მინაბამბა

რკინის და პლასტმასის მილები ყველაზე მგრძნობიარეა ყინვის მიმართ, ამიტომ იზოლაციის დამატება მათთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

2. წყლის უწყვეტი მოძრაობა

ეს მარტივი, თუმცა ეფექტური მეთოდია: ღამით, როდესაც ტემპერატურა განსაკუთრებით ეცემა, დატოვეთ ონკანი მოშვებული. მოძრავი წყალი ნაკლებად იყინება, ამიტომ ეს მეთოდი ეფექტური იქნება გარე ონკანებისა და მილების გაყინვის თავიდან ასარიდებლად.

3.ელექტრონული გათბობა

თუ თქვენი მილები ხშირად იყინება, ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი იქნება ელექტრო გათბობის ლენტები, რომლებიც ავტომატურად გაათბობენ მილის ზედაპირს საჭიროების შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ ყველანაირი პრევენციული ზომების მიღების შემდეგაც ყინვა დაგიზიანებთ მილებს დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ჩალიჩას სანტექნიკოსებს. ჩვენ დაგეხმარებით ყველანაირი სანტექნიკური პრობლემის მოგვარებაში.

Leave a comment

ოფისი
დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი

    სოც ქსელები
    GDsolutions © 2025. All Rights Reserved.