გაჭედილი ნიჟარის გაწმენდა შესაძლებელია რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით.
- გამოიყენეთ ადუღებული წყალი
აადუღეთ წყალი და ეტაპობრივად ჩაასხით ნიჟარაში, ჩასხმიდან ჩასხმამდე დაელოდეთ რამდენიმე წამი. ცხელი წყალი ხსნის საპნის ნადებსა და ცხიმს. ეს მეთოდი გამოგადგებათ მარტივი პრობლემებისა და ნადების არსებობის შემთხვევაში.
2. სოდა და ძმარი
ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა საცხობი სოდა ნიჟარაში, დაასხით ნახევარი ჭიქა თეთრი ძმარი. ჩაკეტეთ ნიჟარის ხვრელი საცობით ან ტილოთი, რათა ქაფი არ ამოვიდეს, დაელოდეთ 15-30 წუთი და დაასხით ცხელი წყალი. სოდა და ძმარი ქმნის ქიმიურ რეაქციას, რომელიც შლის დაგროვებულ ჭუჭყს.
- სატუმბი
მოათავსეთ სატუმბი ნიჟარის ხვრელზე ისე, რომ მჭიდროდ დაიფაროს, ენერგიულად აწიეთ და დააწექით რამდენიმეჯერ, შეამოწმეთ როგორ იწოვს წყალს ნიჟარა, საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
4. სიფონის მოხსნა და გაწმენდა
ნიჟარის ქვეშ მოათავსეთ სათლი, მოხსენით სიფონი და გაწმინდეთ დაგროვილი ჭუჭყი. ხელახლა დაამონტაჟეთ და შეამოწმეთ ნიჟარა. როგორც წესი სიფონში გროვდება თმა, ცხიმი და ჭუჭყი.
5. ელექტრო ტროსი
ზემოთ ჩამოთვლილმა რჩევებმა თუ შედეგი არ გამოიღო, ბოლო მეთოდია ელექტრო ტროსის გამოყენება. ეს მეთოდი რთული შემთხვევების დროს მექანიკურად შლის დაგროვებული ჭუჭყის მასას. ამ პრობლემების მოსაგვარებლად დაურეკეთ ჩალიჩას და ჩვენ თქვენს მაგივრად იჩალიჩებს.