სანტექნიკური პრობლემები შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს, თუ დროულად არ მიიღებთ შესაბამის ზომებს შესაძლოა დიდი ზიანი მიადგეს თქვენს სახლს.
სანამ პროფესიონალი სანტექნიკოსი მოვა, შეგიძლიათ თავად შეამციროთ ზარალი და მოაგვაროთ პრობლემა. ჩვენ გასწავლით რამდენიმე გზას, რომელიც დაგეხმარებათ პრევენციული ზომების მიღებაში:
1. წყლის მიწოდების შეჩერება
თუ შეამჩნევთ წყლის ჟონვას, პირველ რიგში, გადაკეტეთ წყალი. უმეტეს შემთხვევაში, უნიტაზს, ნიჟარას და ონკანებს აქვთ ცალკე გადაკეტვის ვინტილი. თუ წყლის გაჟონვის წყარო უცნობია, გადაკეტეთ სახლის მთავარი წყლის ვინტილი.
ასეთ შემთხვევებში წყლის ჟონვის დადგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამაში დაგეხმარებათ ჩალიჩას ულტრა თანამედროვე აპარატურა, როგორიცაა წყლის ჟონვის ულტრაბგერითი/მოსასმენი მოწყობილობები, წყლის ჟონვის სკანერი და მრავალი სხვა პრემიუმ ხარისხის ტექნიკა.
2. დრენაჟის პრობლემები
თუ კანალიზაციის პრობლემა გაქვთ, მაგალითად, უნიტაზი ან ნიჟარა გადაივსო ამ შემთხვევაში უნდა გაიწმინდოს კანალიზაცია. ამ პრობლემის მოგვარებაში ჩალიჩა დაგეხმარებათ სხვადასხვა თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებით, როგორიცაა ელექტრო კანალიზატორი/ტროსი, ტუმბო და სხვა.
თუ კანალიზაციის გაწმენდა გჭირდებათ შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი მალე დაუკავშირდით პროფესიონალებს. ჩალიჩა თქვენს მაგივრად იჩალიჩებს.
3. ელექტროენერგიის გამორთვა (საჭიროებისამებრ)
თუ წყლის ჟონვა შენიშნეთ ელექტროსისტემასთან ახლოს, აუცილებელია მთავარი ჩამრთველიდან შეზღუდოთ ელექტროენერგიის მიწოდება.
4. გამწმენდი საშუალებების ფრთხილად გამოყენება
იმ შემთხვევაში, თუ მილები გადაკეტილია, უმჯობესია ერიდოთ ქიმიურ საშუალებებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს მილებისა და სანტექნიკური სისტემის დაზიანება.
5. სასწრაფოდ დაუკავშირდით ჩალიჩას
სასწრაფო სანტექნიკური მომსახურებისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დაუკავშირდეთ სანტექნიკოსს, რათა პრობლემის წყარო ზუსტად დაადგინოთ და სათანადო ზომები მიიღოთ.