უახლესი სანტექნიკური მოწყობილობები დაგეხმარებათ მნიშვნელოვნად შეამციროთ წყლის მოხმარება, ისე, რომ არ დაგერღვეთ სიმყუდროვე და კომფორტი. ჩვენ გასწავლით რამდენიმე გზას ამ პრობლემის მოგვარებისთვის
1. ეკონომიური უნიტაზები
ორმაგი ჩარეცხვის სისტემის მქონე უნიტაზები, რომელიც აღჭურვილია ერთი მცირე რაოდენობის წყლისთვის (მაღალი სიმკვრივის) და მეორე სრული ჩარეცხვისთვის. ამ სისტემის გამოყენებით იხარჯება 50%-ით ნაკლები წყალი
დაბალი ნაკადის უნიტაზი, რომელიც ასევე 50%-ით ნაკლებ წყალს იყენებს ჩარეცხვისას, რაც გიკეთებთ ეკონომიას წყლის მოხმარებაში.
2. სენსორული ონკანები
სენსორული ონკანების გამოყენება, რომლებიც ავტომატურად ითიშება, ხელების დაბანის შემდეგ მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის ხარჯვას.
ტემპერატურის წინასწარ დარეგულირებადი ონკანები.
ამ ონკანების მოშვებისას ტემპერატურის დარეგულირებაში არ კარგავთ წყალს, რადგან ონკანიდან გამოედინება თქვენს მიერ წინასწარ განსაზღვრული ტემპერატურის წყალი.
4. ჭკვიანი სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანები
ენერგოეფექტური მოდელები – თუ თქვენ გაქვთ Energy Star სერტიფიცირებული სარეცხი მანქანა, ის იყენებს ნაკლებ წყალსა და ენერგიას, რაც საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვნად დაზოგოთ წყალი.
5. წყლის გაჟონვის დეტექტორები
ჭკვიანი სენსორები – ამ მოწყობილობის მესვეობით ფიქსირდება წყლის ჟონვა და ავტომატურად წყდება წყლის მიწოდება, რაც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ წყლის დაკარგვა და დამატებითი ხარჯები.
ჩალიჩას რჩევების გათვალისიწნებით თქვენ შეგიძლიათ 30-50%-მდე შეამციროთ წყლის მოხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც დაგაზოგინებთ ფინანსებს.